logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
12:49 13.05.2020
თიბისის აპლიკაციების კონკურსის 11 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში ის მონაწილეები გადავიდნენ, რომელთა მიერ შექმნილი მობილური და ვებ აპლიკაციები ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი პროექტები წარადგინეს, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას უწყობს ხელს.

კონკურსის ფინალისტი აპლიკაციებია:

· Gamo Carploonig - ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საწვავის თანხის განაწილებას სთავაზობს;

· Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს იდეალურ მდგომარეობაში საჭირო ნაწილების მოძიებას, რელევანტურ ფასს, მდგომარეობის განსაზღვრას, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციებს;

· Autonomi - სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მარტივად მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათთვის ციფრული სერვისების ადაპტირება;

· Email Commander - Gmail-ზე შემოსული და გაგზავნილი წერილების ძიებასა და ორგანიზებაში ეხმარება მომხმარებელს;

· OFFERME - კომპანიებს ეხმარება უფრო ეფექტურად მართონ შეთავაზებები და გაიცნონ თავისი მომხმარებლები,მეორე მხრივ მომხმარებლებს უმარტივებს და უზოგავს დროს, რათა მოძებნონ მათზე მორგებული შეთავაზებები;

· TYPLINE - მართვის ქლაუდ სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააჯავშნინონ ადგილი რიგში ონლაინ;

· Reflect - აპლიკაციის საშუალებით დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო დღის ბოლოს მიუთითონ როგორი ემოციითა და განწყობით დაასრულეს დღე, აღრიცხონ რომელ საათზე დაიწყეს მუშაობა და რომელზე დატოვეს ოფისი;

· Sallus health and safety -ხელმისაწვდომი იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და კომპანიის დირექტორისთვის. გადანაწილებულ მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე შესაბამის დასაქმებულებს მუდმივად მიუვათ შეტყობინებები, რაც მოაგვარებს პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის საკითხს;

· MailMock - პროგრამისტებს ეხმარება კოდის იმ ნაწილის გამოცდაში, რომელიც მეილების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი;

· “Tvibo -განკუთვნილია უსაფრთხოების კამერებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან ვიდეოსიგნალის ქლაუდ სერვისში შენახვის, ანალიზისა და სურვილის შემთხვევაში, საჯარო გავრცელებისათვის;

· PAYZEE - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა.

კონკურსის გამარჯვებულები ივნისში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების განვითარების ბანკი - FMO.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა