ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 647 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4373 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 386 ადამიანი რჩება.

















