logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია  დანერგა
საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია დანერგა
14:33 12.05.2020
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს მობილ და ინტერნეტბანკით ონლაინ აქტივაცია შესთავაზა. სიახლე შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს რეგისტრაცია მარტივად და უსაფრთხოდ, ფილიალში მისვლის გარეშე გაიაროს. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით უკვე მობილბანკით ანდროიდის სისტემაზე, მალე კი იOშ-ზეც. ამ ეტაპზე აღნიშნული სიახლე ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია საქართველოს ბანკის პროდუქტებით.

სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლასაც შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს არ ჰქონდა ან ძველი საკონტაქტო ნომერი ჰქონდა მითითებული, მას მარტივად განაახლებს.

ონლაინ აქტივაციისთვის მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. კერძოდ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორ სურს აქტივაცია: პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. "სელფის" საშუალებით იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მომხმარებლის ვიზუალის მობილბანკის მონაცემთა ბაზაში ასახვა ხდება. იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის საეთაშორისო /ევროპული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება.

ონლაინ აქტივაციის სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.

სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითიც რომ, მისით სარგებლობას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ.

"საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციის დანერგვას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ მომსახურების მათთვის წარდგენას. ბანკი ცდილობს მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და კომფორტული გადაწყვეტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკი მომხმარებელს ანგარიშის ონლაინ აქტივაციას ფილიალში მისვლის გარეშე სთავაზობს. ეს მომხარებელს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ მოახდინოს მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია, არამედ შეცვალოს საკონტაქტო ინფორმაცია სადაც არ უნდა იყოს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ",-აცხადებენ საქართველოს ბანკში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა