ორთაჭალაში, კრწანისის მოედანზე დღეს დილით „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ავტომანქანის ძრავიდან წარმოიქმნა. ინციდენტის დროს მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ერთი სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.

















