logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„CAPTAIN: ScienceistheCaptain” – განათლების სამინისტროს მიერ ევროკომისიის კონკურსში წარდგენილმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა
„CAPTAIN: ScienceistheCaptain” – განათლების სამინისტროს მიერ ევროკომისიის კონკურსში წარდგენილმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა
10:35 30.04.2020
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020”მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: ScienceistheCaptain”გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.

პროექტი, რომლის სახელწოდება– „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“– ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („ScienceistheCaptain, andpracticethesoldiers”) არის ინსპირირებული, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საერთო-ევროპული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ჩატარებას გულისხმობს. პროექტის ამბიციური მიზანია ევროპის კონტინენტზე ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ჭეშმარიტად ევროპული ტიპის დღესასწაულის გამართვა.

ისტორიაში პირველად საქართველოს „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ გამოჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე ევროკავშირის მიერ „ევროპელ მკვლევართა ღამისთვის“ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე. „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

„კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ პროექტის ფარგლებში, რომლის საგრანტობიუჯეტი197500 ევროს შეადგენს, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს 6 ქალაქში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და, რაც მთავარია, შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მულტიდისციპლინური და მრავალდარგობრივია, მოიცავს როგორც სამეცნიერო და ინოვაციურ, ისე მუზეუმების, არქეოლოგიის, ასტრონომიის, მეღვინეობის, საკვებ-ტექნოლოგიების, ფეხბურთის, მწერლობისა და ისტორიის საკითხებს.

პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე; უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ; გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.


პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. განხორციელების პროცესში კი ჩართული იქნებიან მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები, ათობით ინსტიტუცია (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, სკოლები, მწერალთა სახლი, ფეხბურთის ფედერაცია დაა.შ.).


მეცნიერების სისტემის განვითარება და სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან სწორედ მასში ისახება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტიანობის ზრდის პოტენციალი. შესაბამისად, საზოგადოების ფართო მასებში მეცნიერების პოპულარიზაციასა და მასში ახალი თაობების ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საუკეთესო და ევროპული ქვეყნების მიერ უკვე აპრობირებულ გზად „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ყოველწლიური ორგანიზება მიიჩნევა.

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსი „ევროპელ მკვლევართა ღამე“(EuropeanResearchers’ Night)ყოველ მეორე წელს ცხადდება და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და “Horizon 2020” პროგრამაში ასოცირებულ ქვეყნებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა