logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: გათვალისწინებული დახმარებები და სოციალური პაკეტი არის ძალიან დიდი იმ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს
ირაკლი ჩიქოვანი: გათვალისწინებული დახმარებები და სოციალური პაკეტი არის ძალიან დიდი იმ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს
12:33 28.04.2020
პოლიტიკური გუნდი ძალიან დიდი ხანია მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან სწორი და მიზანმიმართული პაკეტები შეგვეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის, რათა მაქსიმალურად შეგვემცირებინა Covid 19- ის ზეგავლენა ეკონომიკაზე. ჩვენ გვქონდა გასაწევი ძალიან დიდი სამუშაო, როგორც ქვეყნის შიგნით, რათა კოორდინაცია გაგვეწია და მოგვეზიდა ყველა არსებული შიდა რესურსი, ისე უნდა გვემუშავა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ორგანიზაციებთან. პროცესი ძალიან წარმატებულად და დადებითად წარიმართა, რამაც მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ საქართველო პრაქტიკულად პირველია, რომელსაც აქვს რეალური, გარანტირებული პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ეკონომიკაში მოვახდინოთ ინექცია და მოქალაქეებისთვის განვახორციელოთ სოციალური დახმარებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ Covid 19-თან ბრძოლის დასაწყისშივე შესთავაზა მოქალაქეებს და ბიზნესს რიგი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები.

„თავის დროზე, როდესაც ჩვენ დაიწყეთ Covid 19-თან ბრძოლა, მაშინვე განვაცხადეთ პირველი ეტაპი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებებისა და ეს იყო ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც უნდა გაეჩინა საზოგადოებაშიც და ბიზნესშიც მოლოდინი, რომ სახელმწიფო ადეკვატურ მექანიზმს შესთავაზებდა მათ, პანდემიასთან გასამკლავებლად.

გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ რამდენიმე დღის წინ არის ძალიან მასშტაბიანი და გათვლილია როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ ასპექტზე და ვფიქრობ, რომ ნაკლებად არიან ადამიანები, რომლებიც ამის რეალურ და სამართლიან კრიტიკას შეძლებენ. გათვალისწინებული დახმარებები და სოციალური პაკეტი არის ძალიან დიდი იმ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს,“- აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოციალური და ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დარგობრივი სამინისტროები გამართავენ პრეზენტაციებს, თუ ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა დახმარებების მისაღებად, ასევე, როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა შეღავათებით.

„ხვალ გეგმის ერთი ეტაპის წარდგენა იქნება, დეტალურად წარმოვადგენთ ინფორმაციას, თუ ვინ, როგორ და რანაირად შეიძლება ისარგებლოს ყველა იმ ბენეფიტით და სარგებლით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს გეგმაში. ასევე, გაგრძელდება მიმდინარე და შემდგომ კვირაშიც ყველა კონკრეტული საკითხის განმარტება ყველა სუბიექტისათვის, რომ მათ შეძლონ ისარგებლონ სრულად იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა. იქნება კითხვები და მზად ვართ, თითოეულმა უწყებამ დეტალურად გააცნოს საზოგადოებას ინფორმაცია საკუთარი დარგობრივი მიმართულების მიხედვით, სამინისტროები ისაუბრებენ ამ დეტალებზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა