logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი:  გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ კრიტიკა სამინისტროს და, ზოგადად, მთავრობის აგრარული პოლიტიკის მიმართ, დილეტანტურია
ლევან დავითაშვილი: გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ კრიტიკა სამინისტროს და, ზოგადად, მთავრობის აგრარული პოლიტიკის მიმართ, დილეტანტურია
16:12 27.04.2020
"ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე - ხორბლით მომარაგებაზე მინდა კომენტარი გავაკეთო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, მედიაშიც იყო კითხვები დასმული, მსოფლიოში ნომერი პირველი ექსპორტიორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ამოქმედებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც 7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლოვან კულტურებზე, ფაქტობრივად, ამოწურულია; შესაბამისად, 1 ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და მარცვლოვანი კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული, რომ საქართველოს ხორბლით მომარაგება იყოს შეუფერხებელი. ქვეყანაში პურის ფასი არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული; ქმედითი მექანიზმები მუშაობს, რათა, სოციალური კუთხით, დამატებითი ტვირთი არ დააწვეს ჩვენს მოსახლეობას.
ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით, სამინისტრო ატარებს რუტინულ მონიტორინგს და ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად. გარდა ამისა, ჩვენ დამატებითი ინსტრუმენტები შემოვიღეთ იმისათვის, რომ იმპორტიორებისთვის მიგვეცა საშუალება ჰქონოდათ იაფფასიანი ფულადი რესურსები მეტი მარაგების შექმნისთვის. ეს ღონისძიებები ემსახურება იმას, რომ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით არის გამოწვეული, ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის პოპულისტური განცხადებები, რომელიც გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ, კრიტიკა სამინისტროს და, ზოგადად, მთავრობის აგრარული პოლიტიკის მიმართ, არის დილეტანტური და, ხშირ შემთხვევებში, მოკლებულია არსს. მათ არ აქვთ ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ აქვთ პროფესიული ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება, სწორი დასკვნები გამოიტანონ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი პოლიტიკა აგრარულ დარგში თანმიმდევრულია პირველი დღიდან. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გაჩნდა პირველად კერძო სექტორზე მიმართული დახმარების სახელმწიფო პროგრამები აგრარული მიმართულებით. მანამდე იყო სახელმწიფოს ინტერვენციები სახელმწიფოს კომპანიების შექმნის და განვითარების მიზნით, მაგრამ კერძო სექტორის ასეთი მხარდაჭერა, აგრარულ სექტორში რამდენიმე ასეულ მილიონიანი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა