logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის გეგმა, მნიშვნელოვანია რეკომენდაციები  ყველამ დავიცვათ
ირაკლი ჩიქოვანი: მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის გეგმა, მნიშვნელოვანია რეკომენდაციები ყველამ დავიცვათ
14:44 27.04.2020
დღეს ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება ჩოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და მინდა, მოგაწოდოთ რამდენიმე ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებასთან - დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეიდან შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება. აგრეთვე, შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა, როგორც საბითუმო, ისე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ეს სერვისი, თუ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და ასევე შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და გარკვეულწილად მსუბუქდება შეზღუდვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც ჩოვიდ 19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, შესაძლებლობა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოიყენონ და ყველამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური სიფრთხილე, ჩოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით.


"შეზღუდვების ეს შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ჩვენ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გვაქვს დაწესებული. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ასევე, იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს დიდ ქალაქებში შესვლის და გამოსვლის შეზღუდვა, რაც გულისხმობს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვას. თუმცა, დავუშვით გამონაკლისი და დღეს და ხვალ, ანუ 27 და 28 აპრილს ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ადგილებზე გადაადგილება და, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ დაბრუნება რეგისტრაციის მისამართებზე ნებისმიერ დროს და ეს შეზღუდვა, ისე, როგორც აქამდე განაგრძობს მოქმედებას,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მთავრობის მიერ წარდგენილი ეტაპობრივი გეგმა დაჩქარებით იქნას მიღებული, ან პირიქით, შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდეს.


"საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა იყო თანმიმდევრული და მას რამდენიმე ეტაპი გააჩნდა. გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა, ხაზგასმით ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ჩვენ შესაძლებელია მოგვიწიოს, როგორც ამ გეგმის დაჩქარებით მიღება, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, რომ მათ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და წრეს," - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.
Mესსაგე 6 ოფ 26880
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა