logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი მეზღვაურები სპეციალური ავიარეისით თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი -სამშობლოში დაბრუნდებიან
ქართველი მეზღვაურები სპეციალური ავიარეისით თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი -სამშობლოში დაბრუნდებიან
18:52 25.04.2020
მიმდინარე წლის 28 აპრილს, სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი -სამშობლოში დაბრუნდებიან.

ავიაკომპანია “Georgian Airways” შეასრულებს რეისს - თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით, რომლითაც 22 ქართველი მეზღვაური, მათ შორის 1 კადეტი, კოპენჰაგენში გაემგზავრება. მეზღვაურები გამგზავრებამდე ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

სპეციალური რეისი დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით. “ელვიქტორ ქრიუ მენეჯმენთ სერვისი” წარმოადგენს ქართველი მეზღვაურების, მათ შორის კადეტების, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსააქმებელს.

ამავე ავიარეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. “საკვანძო პროფესიად” და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე. საქართველოსთვის მეზღვაურები საკვანძო პროფესიად რჩებიან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა. მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში მეზღვაურთა მოქმედი სერტიფიკატების ვადის გაგრძელებას უკავშირდება; ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამო ტრეინინგ კურსების შეზღუდვა, არ იმოქმედებს მეზღვაურთა სამუშაო დიპლომების გაცემაზე და ისინი ყველა საჭირო საბუთს ტრენინგ კურსზე მარტივად - დარეგისტრირების შედეგად შეძლებენ, დისტანციური სწავლების ფარგლებში კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ.

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აგრძელებს მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით რიგი ღონისძიებების გატარებას. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და გემთმფლობელთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, მომავალში კვლავ შესრულდება სპეციალური რეისები მეზღვაურების სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა