logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ყველა ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან და ეპიდემიოლოგებთან
გიორგი გახარია: ყველა ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან და ეპიდემიოლოგებთან
10:21 25.04.2020
დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ შეზღუდვებს ხვალ და ზეგ არ დავუბრუნდებით. შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნას და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადავალთ თუ არა, პირდაპირ კავშირშია, როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებს და იმ პირობებს, რომელსაც ექიმები გვიწესებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა.
„ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად. და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს, შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს ეპიდემიოლოგიურად. შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით, ამიტომ, ორი კვირა იქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან და ეპიდემიოლოგებთან.

„ყველა ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან და ეპიდემიოლოგების სრული შეფასებით. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ. როდესაც გარკვეული საქმიანობები ხდება ნებადართული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ხდებოდა ეპიდემიამდე ეს არის სხვა მოთხოვნები, სხვა რეალობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის, არამედ საერთოდ, სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობაა, რადგან მოგეხსენებათ, ეპიდემიის გამომწვევი რისკი არის მისი მარტივი გადაცემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა