ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულ რესპოდენტთა 48% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის
რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. 9% კი, თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
რესპოდენტთა უმრავლესობას.89%-ს რუსეთთან დღეისთვის არსებული ურთიერთობა არ მოსწონს, 68% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, გამოკითხულთა 62% კი, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეთანხმება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.

















