გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“
ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სარწყავ სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნატანი მასისა და შლამისგან მეჯვრისხევი-ბარშუეთის მონაკვეთზე ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმენდება.
ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწისფართობზე გააუმჯობესებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავის დროულად შევსებას შეუწყობს ხელს.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის - მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, კვარხეთის, ხელთუბნის, ბერშუეთის, ზემო სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს.
დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

















