logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან  ობიექტებამდე  გადაადგილებას   გამგეობები უზრუნველყოფენ
კახა კალაძე: თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ
16:32 22.04.2020
დედაქალაქის მერი კახა კალაძე "ფეისბუქ ლაივით" საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას აქვს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას, გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ.

"გუშინ გაგრძელდა რიგი შეზღუდვები, რომელიც გათვალისწინებულია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც ემ ეტაპზე ქვეყანაშია. ჩვენმა ღონისძიებებმა განაპირობა ის, რომ არ მოხდა ვირუსის უკონტროლო აფეთქება და ეს თითოეული ექიმის, სხვადსხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულის, კარანტინის წესების თითოეული შემსრულებელი რიგითი მოქალაქეების დამსახურებაა. მე კარგად მესმის, თუ რამდენად დიდი ფსიქოლოგიური დისკომფორტია ეს ყველაფერი, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ.
მესმის, რომ ამ შეზღუდვებმა სერიოზული დისკომფორტი გამოიწვია და განსაკუთრებით ბევრი ზარი შემოდის. ეს ეხება განსაკუთრებით შემოერთებულ სოფლებს და ასევე არის სოფლები, რომლებიც ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს და ერთადერთი მისასვლელი გზა არის თბილისის გავლით. ზარები ეხება იმას, რომ ამ კონკრეტულ სოფლებში არანაირი სასურსათო მაღაზია არ არის, არ არსებობს აფთიაქები, შესაბამისად, გამგეობებს დაევალათ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ამ სოფლებთან და ოჯახებთან, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და მივცეთ მათ იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინონ მათი გარკვეული დროის განმავლობაში გასვლა საკვები პროდუქტების და იმ პროდუქტების შესაძენად, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. მათ ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩვენი გამგეობების ჩართულობით", - განაცხადა კახა კალაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა