logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე
ნათია მეზვრიშვილი: თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე
14:58 22.04.2020
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრება ხდებოდა ეტაპობრივად და ვირუსის გავრცელების ეს ყველაფერი რისკის მატების პროპორციული გახლდათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, განსხვავებული რეჟიმები და უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა იმ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, სადაც განსაკუთრებული რისკები არსებობდა.

"ამ თანმიმდევრული რეკომენდაციებით და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ეტაპობრივი შეზღუდვებით, ჩვენ ფაქტობრივად შევძელით, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო სფერო, ჯანდაცვის სისტემა უკეთე მომზადებულიყო და ეს, ალბათ, გასაკვირი არ არის, ვინაიდან, ჩვენზე ძლიერი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები ამ გამოწვევის წინაშე რეალურად დგანან. საგანგებო მდგომარეობამ შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად აგვემუშავებინა 112-ის ცხელი ხაზი, მოვამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმები, ცხელების კლინიკები, საავადმყოფოები, მოვაგვარეთ ინფრასტრუქტურული საკითხები, გავზარდეთ საკარანტინო სივრცეები და ა.შ,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა ასევე განმარტა, რატომ უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით.

„ჩვენ, რეალურად, ადრეული პრევენციით, სწორი მენეჯმენტით შევძელით იმ მძიმე შედეგების თავიდან არიდება, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. დღეს ჩვენთვის მნიშნელოვანი და უმთავრესია არსებული სურათის შენარჩუნება. სულ მცირე, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად, არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველი 2 კვირის განმავლობაში ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და შეზღუდვები განაგრძობდეს მოქმედებას.
რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, ეს შეზღუდვები რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რა გავლენას ახდენს მოქალაქეთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ამ მიმართულებითაც ხელისუფლებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა და კიდევ არაერთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. რეალურად, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გარეშე, ჩვენ თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე და კიდევ უფრო მეტი დანაკარგი, რაც შეიძლება მივიღოთ, არის ის, რომ დღეს არსებულ შედეგებს ზიანი მიადგეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა