logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: წინსმწრებმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოგვეხდინა
ნათია მეზვრიშვილი: წინსმწრებმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოგვეხდინა
14:56 22.04.2020
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდსიტუაცია, მივიღოთ ინფიცირებულების კლების სტაბილური ტენდენცია და ეფექტიანად ვმართოთ ის პიკი, რომელიც არის მოსალოდნელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და თავის დროზე, რა გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი.

„მოქმედება ჯერ კიდევ დავიწყეთ პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე, როდესაც მთავრობამ ჩინეთიდან ფრენები შეაჩერა. შემდგომ უკვე დაუყოვნებლივ შევქმენით უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს დღემდე. ზედმიწევნით ვასრულებდით ეპიდემიოლოგების და სპეციალისტების რეკომენდაციებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა შემთხვევაში ვმოქმედებდით თანმიმდევრულად და წინმსწრებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წინსმწრებმა მოქმედებებმა, მათ შორის პარლამენტის აქტიურობამ ამ მიმართულებით და პრეზიდენტის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო იმას, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოგვეხდინა. როდესაც რეალურად ამოვწურეთ შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებით სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა, რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რეკომენდაციებს ნებაყოფლობით არ ასრულებდა, მხოლოდ ამის შემდეგ მივმართეთ პრეზიდენტს, გამოგვეყენებინა შედარებით უფრო მეტად შემზღუდავი ზომები. ამას დაემატა ძირითადი მოტივაცია, რომ შიდა გავრცელების ეტაპი დაიწყო.

რეკომენდაციების ნებაყოფლობით შეუსრულებლობიდან და შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა, რომ გარკვეული კონსტიტუციური უფლებები შეგვეზღუდა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. სახლში დარჩენა აუცილებელი იყო სოცუალური დისტანციის დაცვისთვის, მობილობის შემცირებისთვის და როდესაც მოქალაქეების ამას ნებაყოფლობით არ ასრულებდნენ, ბუნებრივია აუცილებელი გახდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდა შეზღუდვებს და ამ თემაზე არაერთი სპეკულაციის მიუხედავად, შეიზღუდა მხოლოდ ის უფლებები, რომელიც მოქალაქეთა მობილობის შემცირებას შეუწყობდა ხელს.

" მთავრობის დადგენილებით დაწესებული ყველა შეზღუდვა ასეთია. შეიზღუდა მხოლოდ ისეთი უფლებები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ მოხვდა დადგენილებაში, მაგალითად, არაერთი ეკონომიკური საქმიანობა, სადაც სოციალური დისტანცის დაცვა პრობლემატურია ხოლმე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა