logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როდესაც პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მივმართეთ
ნათია მეზვრიშვილი: სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როდესაც პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მივმართეთ
14:45 22.04.2020
კარგად ვაცნობიერებთ, რომ შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული; სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყრიან კენჭს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო ვირუსის გავრცელების შენელება და ამ გზით მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ლეგიტიმურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშრებით არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული. ამოსავალი, უპირველესი ლეგიტიმური მიზანი გახლდათ ვირუსის გავრცელების შენელება და შესაბამისად, ამ გზით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. რაც შეეხება პროპორციულობას, აქაც საკმაოდ თანმიმდევრული იყო ხელისუფლება. საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს მივმართეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურეთ ვირუსის გავრცელების პრევენციის სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები. ამიტომ, კითხვის ნიშნები, რამდენად თანმიმდევრული იყო ნაბიჯები ამ მიმართულებით, წესით, არ უნდა არსებობდეს. ჩვენ მას შემდეგ მივიღეთ დამატებითი ზომები, რაც შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებით სიტუაციის კონტროლის ყველანაირი შესაძლებლობა და რესურსი პრაქტიკულად ამოვწურეთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამეტს, ასევე ვირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს, პოლიციელებს და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს.

„მინდა დავიწყო მადლობით პარლამენტის მიმართ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდეტის მიერ 2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამაც ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ თავიდან აგვერიდებინა საკმაოდ მძიმე შედეგები და მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი ვირუსის გავრცელების შენელებისთვის. ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს პრეზიდენტს. ასევე საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, პოლიციელებს და ყველა ადამიანს, რომელიც ვირუსთან ბრძოლის საქმეში პრაქტიკულად წინა ხაზზე იბრძვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მთელი ამ დროის განმავლობაში, არა მხოლოდ 21 მარტიდან, არამედ მანამდეც, მაღალი სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად შეგვენელებინა ვირუსის გავრცელება და ადრეული პრევენცია მოგვეხდინა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი დღესაც სათანადოდ შეაფასებს არსებულ რისკებს და მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა