logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს სკოლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE-ის განხორციელება იწყება
საქართველოს სკოლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE-ის განხორციელება იწყება
13:14 22.04.2020
საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამის ოფიციალური გახსნის მიზნით, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს.

პროგრამა GLOBE ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე პროგრამის საპილოტედ განხორცილებისთვის 5-მდე სკოლა შეირჩევა, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 10 სკოლა გადამზადდება GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო მოდულებისა და ქართულ ენაზე თარგმნილი სასწავლო მასალების გამოყენება ნებისმიერ მსურველ მასწავლებელს შეეძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ GLOBE ფლობს ონლაინ სწავლების არაერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

მიხეილ ჩხენკელი: „სიმბოლურია, რომ დედამიწის საერთაშორისო დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ორგანიზაციას ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის, NASA-სა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს. პროგრამა GLOBE ძალიან საინტერესო თემებს მოიცავს, რომელთა ცოდნა, ვფიქრობ, აუცილებელია ყველა განათლებული ადამიანისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ GLOBE-ის ონლაინ ინსტრუმენტები, საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა სკოლის დაფარვის შესაძლებლობას მოგვცემს. ონლაინ სწავლება კი მსოფლიო პანდემიის ფონზე განსაკუთრებულად აქტუალურია.
დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამა დიდი წარმატებით განხორციელდება.“

ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში – არად ბენკომ და პროგრამა GLOBE-ის საქართველოში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროგრამა GLOBE-ის ადმინისტრირება გლობალურ დონეზე NASA-ს მიერ ხორციელდება. საერთაშორისო ქსელი აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საფეხურის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მეცნიერებს გლობალური გარემოს შესასწავლად. პროგრამა მოიცავს სწავლას, ეკოლოგიური კვლევებისა და დაკვირვების განხორციელებას და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ერთმანეთთან და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

GLOBE-ის არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების წარმატებული საერთაშორისო პლატფორმის დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს: სამეცნიერო და სასწავლო პრაქტიკის ფართო შესაძლებლობების შექმნას საჯარო და კერძო სკოლებში; წარმატებული სკოლებისა და ადამიანების დაკავშირებას საერთაშორისო პროგრამებთან; ახალი აკადემიური ცოდნის შექმნასა და საინფორმაციო მასალების მომზადებას; მოსახლეობის ინფორმირებას გლობალური თუ ადგილობრივი გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა