logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით  მიმდინარეობს
საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს
10:38 22.04.2020
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლოვანი და კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება შეუფერხებლად მიმდინარეობს. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა შალამბერიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ლურჯი მოცვის ახალი ბაღის გაშენების პროცესს გაეცნო.

ადგილობრივმა ფერმერმა ჯენერ ბელქანიამ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 75,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება 5 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის მიიღო. ბაღების მოდერნიზაციისთვის ისარგებლა ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით 175,000 ლარის ოდენობით.

„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. ფერმერები უსაფრთხოების წესებს იცავენ და იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს“, -განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დარგობრივ საკითხებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებითაც უწევენ კონსულტაციებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ბაღების კომპონენტში გაშენებული ფართობი, ქვეყნის მასშტაბით, 9,277 ჰა-ს შეადგენს. კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ფარგლებში, 376 ფერმერს 100% დაუფინანსდა 136 ჰა-ზე კენკროვანი კულტურების გაშენება, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსებულია 48 ჰა-ზე მეტი კენკროვანი ბაღის გაშენება, სახელმწიფო დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 1,903,352 ლარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა