logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: რომ არა ასეთი თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა COVID 19 ინფიცირების ასეთი დაბალი ციფრი
ირაკლი ჩიქოვანი: რომ არა ასეთი თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა COVID 19 ინფიცირების ასეთი დაბალი ციფრი
22:34 21.04.2020
არავის უხარია ამ აკრძალვების დაწესება, კარგად გვესმის, რომ ეს არის დიდი ეფექტის მქონე ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებით, რომ თუ ჩვენ ეს გადაწყვეტილებები არ მივიღეთ დღეს, თუ ამ გადაწყვეტილებებით არ გავუსწარით მოვლენებს, ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის უკან დაბრუნებას იმ პოზიტიურ რელსებზე, რომელზეც აქამდე იყო. რა თქმა უნდა, მე მესმის ის დიდი და მნიშვნელოვანი დისკომფორტი და პრობლემები, რომელიც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამის შემსუბუქებას, თუმცა მეორეს მხრივ, ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ პოლიტიკური სუბიექტების სპეკულაციები, რომელიც ემსახურება სხვა არაფერს, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათეული პროცენტით მოიმატონ არჩევნებზე ხმა და ხალხის უკმაყოფილებაზე და ამ პრობლემაზე შეეცადონ კაპიტალიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს მოქმედებს, არის იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელება.

"დღეს რეალურად საქმე გვაქვს მსოფლიო პანდემიასთან და ყველა კარგად ვხვდებით, რომ ასეთი თანმიმდევრული გადაწყვეტილებები რომ არა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი დაბალი ციფრი COVID 19 ინფიცირების თვალსაზრისით. ძალიან სამწუხაროა, რომ ოთხი ლეტალური შემთხვევა გვაქვს, მაგრამ, რომ არა ეს, ჩვენ გაცილებით სავალალო შედეგები გვექნებოდა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ჩვენ, რომ თავის დროზე მივიღოთ სწრაფი და დროული გადაწყვეტილებები, რამაც უნდა შეაჩეროს COVID 19-ის გავრცელება.
იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თემით სპეკულირებენ, მოჰყავთ ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, იმის შესახებ, რომ გარკვეული შეზღუდვები უკვე იხსნება რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში - დიახ, ეს იხსნება მას შემდეგ რაც მათ გადაიარეს პიკი. საქართველოს ეს პიკი გადავლილი არ აქვს და გვაქვს მოლოდინი, რომ პიკური ვითარება გვექნება და COVID 19-ის გავრცელება პიკს ორი-სამი კვირის განმავლობაში მიაღწევს, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტმა გამოსცა აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის თაობაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.

„ისევე, როგორც ყველა გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილებაც დაყრდნობილია იმ რეალობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ჯანდაცვის ექსპერტებისგან და სპეციალისტებისგან, რომელთაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ ეპიდემიებთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო შევუშლით ხელს COVID 19-ის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა