logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თენგიზ ცერცვაძე: ის, რომ თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა და არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს,  სინამდვილეს არ შეესაბამება
თენგიზ ცერცვაძე: ის, რომ თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა და არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, სინამდვილეს არ შეესაბამება
18:06 21.04.2020
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას პასუხობს.

როგორც ბრიფინგზე ცერცვაძემ აღნიშნა, გურულის მიერ გამოთქმული აზრი, რომ საქართველოში პაციენტებს არასწორად მკურნალობენ, სინამდვილეს არ შეესაბამება.


"ბატონმა ზურაბ გურულმა გააკეთა თავისი შეფასებები, კომენტარები ჩვენი სახელწმიფოს პოლიტიკური სპექტრის, ექიმების, კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის თაობაზე. კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხობდით, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, რომ თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა და თითქოს არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ პასუხი გაგვეცა. რადგან ვინმეს მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის რასაც ბატონი გურული ბრძანებს სიმართლეა. მოქმედების ორ პროტოკოლს მოკლედ მინდა შევეხო. ერთი, ეს არის თვითონ კოვიდის მართვის პროტოკოლი, ნაკადების მართვის პროტოკოლი. ეს პროტოკოლი თავისთავში შეიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას. 112-ის პროტოკოლი, ოჯახის ექიმის, ცხელების ცენტრების, კოვიდ ცენტრების და სხვა. ეს გულისხმობს ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი კოვიდის ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, შეუძლია მიმართოს 112-ს, ის გადაამისამართებს მას ოჯახის ექიმთან, ოღონდ არა ზოგადად ნებისმიერ ოჯახის ექიმთან, არამედ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმების ცენტრებთან. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ასეთი კასკადი, ასეთი ნაკადების მოძრაობის გეგმა, როგორიც არის საქართველოში არ არის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ყოველშემთხვევაში მე ასეთი არ ვიცი. ჯერჯერობით ეს მოქმედებს ძალიან ეფექტურად. ჩვენზე ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოს როგორიც არის ლიხტეინშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო. ეს არის სახელმწიფო ვერტიკალის, ექიმების და დაავადებათა კონტროლის დამსახურება", - განაცხადა ცერცვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა