logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან რატიანი:  ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს
ლევან რატიანი: ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს
14:07 21.04.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა უხილავ მტერს ებრძვის, ქილიკის დრო არ არის. მისივე თქმით, ექიმებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან და მათ ყოველდღიურად სასიკვდილო სივრცეში უწევთ მუშაობა.



"მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი.
მინდა ვუთხრა ყველას: ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, არ არის ქილიკის დრო. ახლა ორივე მხარზე, სამწუხაროდ, გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, რადგან ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით"-განაცხადა რატიანმა.

ამასთან, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის აზრით, ჩOVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლის შექმნელის, თენგიზ ცერცვაძის მიმართ კრიტიკა მიუღებელია.


"რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, "ტვინს მოუხმონ", თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ. ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს," - განაცხადა ლევან რატიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა