logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაალ ანჯაფარიძე: covid19-თან ბრძოლის ხაზი სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობაზე გადის!
ზაალ ანჯაფარიძე: covid19-თან ბრძოლის ხაზი სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობაზე გადის!
18:40 18.04.2020
„უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ექიმებს, ქვეყნის ეკონომიკას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსის განმარტებით, წარმოუდგენლია ეკლესიამ როდესმე ან რაიმე მიზეზით თქვას, რომ ეკლესიის კარი დაიკეტება, მით უმეტეს, აღდგომის ღამეს:

„covid19-თან ბრძოლის ხაზი სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობაზე გადის! უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ექიმებს, ქვეყნის ეკონომიკას!.. როცა ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი სახლში დარჩენა, ფიზიკური დისტანციიის დაცვა და ზოგადად, რეკომენდაციების შესრულებაა - ასეც უნდა მოვიქცეთ. წარმოუდგენლია ეკლესიამ როდესმე ან რაიმე მიზეზით თქვას, რომ ეკლესიის კარი დაიკეტება, აღდგომის ღამეს - მით უმეტეს! სახელმწიფოს პოზიციაა, რომ მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად კანონი ზედმიწევნით უნდა აღსრულდეს. ამავე დროს მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში და შეასრულონ რეკომენდაციები. ეს მიდგომა არ მოწონს საზოგადოების გარკვეულ ფენებს. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო არ დგას თავის სიმაღლეზე. მოითხოვს კანონის აღსრულებას მისი მთელი სიმკაცრით, მათ შორის შეკრებასთან მიმართებით, აღდგომის ღამით ეკლესიაში და ეკლესიის ეზოში“, - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს დაწესებული შეზღუდვების შესრულებას მოქალაქეთა მხრიდან და არ დაუშვებს არანაირ გამონაკლისს. არ შეცვლის არცერთ დადგენილ წესს:

„არსებობს საზოგადოების სხვა ფენაც, რომელსაც მიაჩნია, რომ აღდგომის კონტექსტში მოქალაქეების მიმართ მოწოდება - დარჩნენ სახლში (ასევე კომენდანტის საათი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აკრძალვა და ა. შ.) არის ბრძოლა ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ. თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს პირველი ჯგუფის პოზიციას: მიუხედავად იმისა, რომ კონკორდატით ეკლესია და მისი ტერიტორია ეკლესიისვე საკუთრებას წარმოადგენენ, აღდგომის ღამით პოლიცია უნდა შევიდეს ეკლესიებში და სადაც იქნება შეკრებილი სამზე მეტი ადამიანი, ყველა დააჯარიმოს. უზრუნველყოს მათი დაშლა. თუ ხელისულება გაითვალისწინებს მეორე ჯგუფის პოზიციას: აღდგომის ღამით უნდა მოხსნას ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ არ მოუწიოს თვალის დახუჭვა კანონდარღვევებზე. დაუშვას და პასუხისმგებლობა აიღოს ხალხმრავლობაზე ეკლესიებში და მის თანმდევ შედეგებზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ახლა კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ ან ერთი, ან მეორე ვერსიის აღსრულების მოსალოდნელი შედეგები... საქართველოს მოქალაქე, მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში, თავისი ქვეყნის ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მან გადადგას ნაკლებადრისკიანი ნაბიჯები და გაატაროს რაციონალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ covid19-ის გავრცელების დინამიკის მაქსიმალურ შემცირებას! ამიტომ, დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს დაწესებული შეზღუდვების შესრულებას მოქალაქეთა მხრიდან და არ დაუშვებს არანაირ გამონაკლისს. არ შეცვლის არცერთ დადგენილ წესს. თავის მხრივ ეკლესია არ შეეწინააღმდეგება სახელმწიფოს მოწოდებას და უზრუნველყოფს იმ მოქალაქეების ფიზიკურ დისტანცირებას და პირბადეებით მომარაგებას, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათმდე დასარჩენად მაინც მივლენ ეკლესიაში. #დარჩისახლში #შეასრულერეკომენდაციები #აუცილებლადგავიმარჯვებთ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა