logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Extra.ge მომხმარებელს ახალ სერვისს - „გადამიდეთ“-ს სთავაზობს
Extra.ge მომხმარებელს ახალ სერვისს - „გადამიდეთ“-ს სთავაზობს
12:00 17.04.2020
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Extra.ge მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. იმ რეალობაში, როდესაც გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტის გაყიდვასა და მიწოდებას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელმისაწვდომობის აღდგენა. ამ მიზნით, Extra.ge-მ შეიმუშავა სერვისი - „გადამიდეთ“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წინასწარ შეიძინოს პროდუქტი, სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით. „გადამიდეთ“ - გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თადარიგი დაიჭირონ და იმ პროდუქტებზე, რომელიც სჭირდებათ ან უახლოეს მომავალში დასჭირდებათ, მაგრამ შესაძლოა მარაგში არ აღმოჩნდეს.

ბიზნესისთვის ახალი პროდუქტი არის შესაძლებლობა, გააგრძელონ ოპერირება და არსებული მარაგიდან, მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზებაც, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე შეზღუდვა ვრცელდება.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად ისარგებლოს ამ სერვისით, საჭიროა შეარჩიოს სასურველი ნივთი - www.extra.ge - ზე, რომელსაც აქვს სპეციალური მონიშვნა - „გადამიდეთ“, გადაიხადოს ფასდაკლებული თანხა და ის იქნება პირველი, ვინც შეძენილ პროდუქტს შეზღუდვის მოხსნისთანავე, ადგილზე მიიღებს.

„მოცემულ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლისთვის, შევიმუშავეთ სერვისი - „გადამიდეთ“ - რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, წინასწარ შეიძინონ პროდუქტი სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით, მეორეს მხრივკი ვეხმარებით ბიზნესებს, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა და მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზება, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე ვრცელდება შეზღუდვა. ამ პროდუქტის მიწოდებას კი ექსტრა უზრუნველყოფს, როგორც კი მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება.“ - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ბუაძემ.

მომხმარებლისთვის მსგავსი შეთავაზება სპეციალური ფასდაკლების მიღების გარდა არის შანსი, ხელი შეუწყოს კონკრეტული ბიზნესის და საბოლოო ჯამში კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა