logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების გარეშე
რომან კაკულია: არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების გარეშე
11:07 17.04.2020
„ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის შექმნა გაგრძლება იყო იმ ტენდენციის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა პრემიერის ხელმძღვანელობით. ბოლო დღეების ტენდენციები რომ არა, უკვე უნდა გვესაუბრა ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ „ იმედის“ ეთერში. მისი განცხადებით, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და არა ფინანსური კრიზისი. მისივე ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკა პოზიტიურად მიმდინარეობს ქვეყანაში, თუმცა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია.

„აქ ძალა გადადის ფისკლაურ ინსტრუმენტებზე და მათი აგრესიულობა ხდება გადამწყვეტი. ჩვენი შეხვედრების მიზანია, 4 მიმართულებით გვქონდეს ძალიან კონკრეტული პასუხები. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბებულიყავით იმ ტიპის თანხაზე, რომლის იმედი შეიძლება გვქონოდა და შემდეგში უნდა გვეფიქრა მის განაწილებაზე, როგორც დახმარების, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. გეგმა ვერ გვექნებოდა, სანამ არ გვეცოდინებოდა თანხა. ჩვენ ძალიან მალე ვიცოდით, რა ტიპის დანაკლისი ექნებოდა ბიუჯეტს შიდა შემოსავლების სახით, მაგრამ დონორებთან მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. გაცილებით მალე გაირკვა ეს საკითხი და თანხაც უფრო მეტია“, - განაცხადა რომან კაკულიამ. მისი შეფასებით, მილიარდნახევარი დოლარი ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„მას შემდეგ, რაც გაირკვა თანხის ოდენობა, შეხვედრებზე პირველ რიგში ვკონცენტრირდით სოციალურ ჯგუფებზე, რომელთა სოციალური დახმარებაც უნდა მოხდეს, რადგან მათ შორის განსხვავება არის ძალიან დიდი. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა პრობლემები აქვს და დახმარებაც სხვადასხვა უნდა იყოს. აქ შემოდის ძალიან არაპოპულარული თემა, რომელიც ყველა საერთაშორისო რეკომენდაციაშია ასახული. ამ ყველაფერზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსჯელობენ ეკონომისტები და ამბობენ, რომ სწორი გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად არაპოლულარულ ნაბიჯებთან იქნება დაკავშირებული. სწორედ აქ გვჭირდება საზოგადოების თანადგომა და მისგან გაგება. თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს შეჭირვებულ, პრობლემების მქონე, სოციალურად დაუცველ, სამსახურდაკარგულ ადამიანებს, ეს მოაკლდება იმ თანხას, რომელითაც ეკონომიკის განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ. თუ ათვლის წერტილად ავიღებთ, რამდენად ზუსტად აღიქვამს თითოეული სოციალური ჯგუფი მათთვის გაწეულ დახმარებას თანხის სახით, შესაძლოა კმაყოფილება არ იყოს, რადგან ყველა საკუთარი მდგომარეობიდან უყურებს ამ პრობლემას. ჩვენ თუ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, საბოლოო შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და ის კრიტიკული დამოკიდებულება, არაპოპულარული ნაბიჯები ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ და ვაგოთ პასუხი საბოლოო შედეგზე“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

მისი განცხადებით, პროდუქტის დაფინანსებამ სუბსიუდირებით სტაბილურობა შექმნა და შესაბამისად, პანიკა არ არსებობდა რაღაც ეტაპზე იმიტომ, რომ მაღაზიების დახლებიდან არ გაქრა პირველადი მოხმარების პროდუქტები.

„ჩვენ მინიმალური სტანდარტი უნდა დავაკმაყოფილოთ, მარაგების დაგროვების ხარჯზე იქნება თუ წარმოების ხარჯზე. ეს უპირველესი ამოცანა ხდება და ამისთვის უნდა დაიზოგოს აუცილებლად ფული, რომ ამ ტიპის სტაბილურობა საზოგადოებას არ მოაკლდეს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რასაც გადავდგამთ და ამისთვის თანხა უნდა იყოს გადადებული. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ არ უნდა მოვექცეთ რომელიმე თეორიული ხედვის ტყვეობაში, ეს იქნება ლიბერალური, ულტრალიბერალური, კონსერვატული თუ ა. შ. ექპერტების რეკომენდაციაბში მითითებულია: "იყავით ინდივიდუალურები იმ კონტექსტიდან გამომდინარე, სადაც ცხოვრობთ". სანამ მსოფლიო მთლიანობაში ჩამოყალიბდება, საით წავიდეს, ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ჩვენი ეკონომიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის პროდუქტებისა და იმ მედიკამენტების გარეშე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს პირველადი პროდუქტების კალათის უზრუნველყოფისთვის.

„არსებობს „აწარმოე საქართველოს“ ინსტრუმენტი. საბანკო სექტორის გარეშე, მოგეხსენებათ, არაფერი გამოვა. ჩვენ დახვეწილი ეფექტური მექანიზმებით ძალიან მალე შევძლებთ ისეთი პროდუქციის წარმოებას, რომელიც ქვეყანას პრობლემებს მოუხსნის. მთავარია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის გამშვები არის კორონა ვირუსი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა