logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ ჩხეტიანი: ფონდი „ქართუ“ საქართველოში წარმოებულ 4 მლნ ერთჯერად სამედიცინო პირბადეს სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს
ნიკოლოზ ჩხეტიანი: ფონდი „ქართუ“ საქართველოში წარმოებულ 4 მლნ ერთჯერად სამედიცინო პირბადეს სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს
18:00 16.04.2020
დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში; ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და გადასცეს სახელმწიფოს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე, - ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, რომელიც დღეს საერთაშორისო სტანდარტების ქართული პირბადეების წარმოების პროცესის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გაეცნო.

ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, შპს „რესპირატორი“ არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელმაც ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა შეძლო.
„ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად, ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მოიხმარს მას, როგორც ჯანდაცვის, ისე სასიცოცხლოდ აუცილებელ სხვა ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“,- განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ქართულმა კომპანია „რესპირატორმა“, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ახალი ციფრული ტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით, სპეციალური დანიშნულების, ერთჯერადი სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო. კომპანია დღე-ღამეში 200 000-დან 250 000-მდე საერთაშორისო სტანდარტების სამშრიანი ნიღბის წარმოებას შეძლებს.

როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზით.

„ეს პირბადეები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, პასუხობს ყველა მსოფლიო სტანდარტს და ის დაეხმარება ჩვენს ექიმებს, მოსახლეობას, დაცულები იყვნენ ამ ეპიდემიის პირობებში. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო და გვეხმარებოდა ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ნედლეული დროულად ჩამოსულიყო საქართველოში და შესაძლებელი გამხდარიყო წარმოების გაშვება,“- აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

კომპანია „რესპირატორი“ დააარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე მაღალი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა