ჯვრის უღელტეხილი კვლავ ჩაკეტილია. როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, უღელტეხილი ზვავსაშიშროების გამოა ჩაკეტილი.
მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში არამდგრადი ამინდები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. უახლოეს დღეებში კი ტემპერატურის მომატება და ნალექის შემცირება ნავარაუდევი არ არის.

















