logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პატარა ქვეყანა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პატარა ქვეყანა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
11:49 16.04.2020
„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვეშვათ და ასე ვთქვათ ჩვეული რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება“-ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა. „მთავრობამ ზომები ეტაპობრივად გაამკაცრა. ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, მთავრობას დასჭირდეს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც კი, თუ დაინახა რეალური რისკები და საფრთხე ამ ეპიდემიის გავრცელების უფრო ფართო მასშტაბებში. ვფიქრობ , რომ ჩვენ ახლა უნდა დავირაზმოთ ყველანი ერთად მთავრობა, მთელი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ მობილიზებული ძალებით უნდა გავფრთხილდეთ და დავრჩეთ სახლში, როგორც არის მოწოდება და კამპანია. ჩვენ ვნახეთ სწორედ გაუფრთხილებელმა, ზერელე მიდგომამ და გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის რაც მოხდა იტალიაში, შემდეგ მთელს ევროპაში. აქედან გამომდინარე მე ვარ მომხრე, როგორც რიგითი მოქალაქე და თავდაცვის მინისტრი, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს პირობები და ყველა ის ზომები , რომელიც მთავრობამ უკვე მიიღო”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და რეკომენდაციების სრული გაზიარებისკენ.„სიტუაცია არის ძალიან რთული და რთული არის ზოგადად პროგნოზირება, ამას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ეპიდემიოლოგები ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესებში არის, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უნდა გავიჭირვოთ, მაქსიმალური ძალები მოვიკრიბოთ და მივყვეთ იმ კანონს და რეკომენდაციას, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ჩვენ რა თქმა უნდა ვეყრდნობით ამავდროულად ისეთი კომპეტენტური ექიმების მოსაზრებას, თუ რეკომენდაციებს, როგორებიც არიან ბატონი გამყრელიძე, ბატონი ცერცვაძე, თუმცა რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მხოლოდ რეკომენდაციები, რჩევები დარჩება ისე როგორც არის, თუ ამას ფეხი არ აუწყო მოსახლეობამ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა