logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: თავი შევიკავოთ სასაფლაოზე მასიური გასვლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ საფლავზე მოგვიწევს გასვლა
დიმიტრი ხუნდაძე: თავი შევიკავოთ სასაფლაოზე მასიური გასვლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ საფლავზე მოგვიწევს გასვლა
11:09 16.04.2020
საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება, თუ სხვის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის, რა მიზეზითაც არ უნდა გავამართლოთ, დაუშვებელია - ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა,  დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"კორონა ვირუსმა მსოფლიოს გამოცდა მოუწყო. ქვეყნების უმეტესობამ ეს გამოცდა ვერ ჩააბარა.ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და უკვე 130.000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი განსაკუთრებით ბევრია მშობლების თაობიდან. ექიმებს საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ზოგჯერ ამ ბრძოლას თვითონაც ეწირებიან.

პანდემია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, მაგრამ საბედნიეროდ საქართველო ეპიდემიოლოგიურად, შედარებით კარგად გამოიყურება. აქამდე მიღწეული შედეგი სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და რამდენი იქნება საჭირო, სასურველი შედეგის მისაღწევად, არავინ იცის.

თუ წინააღმდეგობა სწორად არ იქნა შეფასებული და საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენლის ქმედება არ იქნა ადექვატური, შესაძლოა შედეგი კატასტროფულიც კი დადგეს.

ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ფიზიკური დისტანცირებაა. ახლოვდება დღეები როცა ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა.

მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუბრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს.სჯობს დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ.თანაც, სამწუხაროდ არც ისე ბევრნი ვართ. თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს სიმძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ.

დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე.ყველა ერთად კი გავუბრთხილდეთ ქვეყნის მომავალს"-განაცხადა ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა