logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კიდევ ერთი კვების აპარატი დაიდგა
თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კიდევ ერთი კვების აპარატი დაიდგა
14:35 15.04.2020
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა.

კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ. კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს.

აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორ ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს მიუსაფარ ძაღლებსაც მიექცეს ყურადღება. ვითანამშრომლეთ "ზოომარტთან", რომლის დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის დახმარებით, გვაქვს ძაღლის 5 ტონა საკვები, რომელიც მიმკედლებლებს გადაეცემა. ვფიქრობთ, მათი რიცხვი დაახლოებით, 400-მდე იქნება და ამ პერიოდში, როდესაც ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია, თითოეული მიუსაფარი ძაღლის კვების პრობლემა გადაწყვეტილი იქნება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მიუსაფარი ძაღლების გამოკვების გარდა, აღნიშნული პროექტი ნარჩენების გადამუშავებასაც ემსახურება.

"გლდანის VI მიკრორაიონში არსებულ პარკში დღეს ძაღლების საკვები აპარატი დავდგით, რომელშიც ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, საკვები ჩამოიყრება. ეს აქცია ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რადგან საგანგებო სიტუაციის გამო ნაწილობრივ მოიშალა ის სისტემა, რომლითაც მოქალაქეები სამსახურთან არსებულ ცხოველებს კვებავდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკვები და საკვების ნარჩენები გავუნაწილოთ ცხოველებს, რომლებიც ჩვენს სახლებთან და სამსახურებთან არიან. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ემსახურება ნარჩენების გადამუშავებასაც", - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.
აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტის - "შენი იდეა ქალაქის მერს" ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე პარკი მეოთხე ლოკაციაა, სადაც სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლების გამოსაკვებად შესაბამისი აპარატები განათავსა. აქამდე, მსგავსი ტიპის აპარატი რიყის პარკში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და ვერის ბაღში დაიდგა.

აპარატების საკვებით მომარაგება კომპანია "ზოომარტის" დამფუძნებელმა, თორნიკე ელიზბარაშვილმა უზრუნველყო, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღო და სააგენტოს მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად განკუთვნილი საკვები გადასცა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აღნიშნულ საკვებს თავის მხრივ, ცხოველების მიმკედლებლებსა და მათზე მზრუნველ მოქალაქეებს მიაწვდის.

საკვები აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა