ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია „ვანო ქიქოძე - ფერადი
ტაო-კლარჯეთი“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივის პრესსამსახურიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა იმ ქართული ძეგლებისა, რომლებიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. მათ შორისაა, ოპიზა, ტბეთი, ბანა, ოშკი, იშხანი, თეთრციხე, მგელციხე, ოთხთა ეკლესია და სხვა.
ვანო ქიქოძის კოლექცია 550 დიაპოზიტივს აერთიანებს და ასახავს ტაო-კლარჯეთის უნიკალურ ძეგლებს, ერზრუმის, ანტიოქიის, დიარბექირის, ტრაპიზონისა თუ სტამბულის სხვადასხვა უბანს, ციხე-სიმაგრეებს, სომხური კულტურის ცალკეულ ძეგლებს.
გამოფენა ბათუმის იუსტიციის სახლში ორო კვირა გაგრძელდება.