logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს
პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს
11:55 14.04.2020
მაშტაბური პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსისა“ და „სოციალური მუშაობის კანონის“ ფარგლებში მომზადდა და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ იმუშავა.

თვითმმართველობებისათვის სოციალური მუშაკების შერჩევა და გასაუბრება განვლილი 2 თვის განმავლობაში ჩატარდა. 13 აპრილიდან, კი, მათი პროფესიული გადამზადება დაიწყო, რომელსაც WORD VISION-ი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

პანდემიის გამო, პროფესიული გადამზადება, პირველ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს და მას მასწავლებლის სახლი უწევს კოორდინაციას.

სასერთიფიკატო პროგრამის მიზანია - სოციალური მუშაკებისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიული და თეორიული გამოცდილების მიღება.

სოფო კილაძის განცხადებით: „ძალიან მალე ქვეყანას ეყოლება 250 სოციალური მუშაკი, რომლებიც ადგილობრივ თითმმართველობებში იმუშავებენ მოწყვლად ოჯახებში და დაეხმარებიან მათ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებაში. სიღარიბე, ძალადობა, განათლება და ბევრი სხვა მიმართულება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რის დაძლევასაც ბევრი ძალისხმევა სჭირდება. ადგილებზე თვითმმართველობის სოციალური მუშაკები სწორედ ამაში დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა“: პარლამენტმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, განათლების სამინისტრომ. ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა და WORLD VISION-მა, რისთვისაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის.“

გადამზადებას ჯამში 250 სოციალური მუშაკი გაივლის. აქედან 150 თბილისის მერიის დაქვემდებარებაში იქნება, 100 კი, საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველობებში გადანაწილდება.

გადამზადებული სოციალური მუშაკები საქმიანობას 2020 წლის 1 ივნისიდან შეუდგებიან, როდესაც „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ოფიციალურად ამოქმედდება.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა