პარტია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დედის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ.
როგორც "ნიუსპრესს" "ქრისტიან-დემოკრატების" პრესსამსახურიდან აცნობეს, მრავალშვილიანი ოჯახის დედას პარტიის ლიდერებმა - გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საქართველოში დღეს დედის დღეს აღინიშნავენ. 3 მარტი დედის დღედ 1991 წელს, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა - ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა.

















