logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება
13:06 12.04.2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და წესდება მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები.

"დღეისათვის საქართველოში უკვე არის დადასტურებული ჩოვიდ ინფიცირების 252 შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ ქონდათ კონტაქტების საკმაოდ ფართო წრე და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს, რომ მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები. ისევე, როგორც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტების ან მედიკამენტების შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, სპეციალური პროტოკოლის დაცვით.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი.

"ამასთან, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ქობულეთის ე.წ. კლასტერს უკავშირდება.

ასევე გეტყვით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც შემოწმდება ამ ადმინისტრაციული ერთეულების ყველა მოსახლე

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში იმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ მათ მიერ მოწოდებული მასალა.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ ჩOVID-19-ის გავრცელებას, მაგრამ არცერთი შეზღუდვა და არცერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ დაიცვა ის და არ გაითვალისწინა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესის საჭიროების შემთხვევაში გამოვიდეთ და ამით დავიცვათ საკუთარი თავი და თითოეული ჩვენი მოქალაქე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა