logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია გაბრიჭიძე: ვფიქრობ, კარგად დავინახეთ საზოგადოებრივი მედიის უდიდესი როლი მთელ ევროპაში
გია გაბრიჭიძე: ვფიქრობ, კარგად დავინახეთ საზოგადოებრივი მედიის უდიდესი როლი მთელ ევროპაში
17:44 11.04.2020
"ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა, როდესაც საგანგებო ვითარებაში მეორე არხი საგანმანათლებლო არხად აქცია, მართლაც ინოვაციური ნაბიჯია, ჩემი აპლოდისმენტები მას", – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალურმა დირექტორმა ნოელ კურანმა. ამ განცხადებას, ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება.



მისი თქმით, ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, თუნდაც იმ უმთავრესი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პროგრამები.



"მართლა ძალიან სწორი და ჭკვიანური ნაბიჯია, თუნდაც იმ უმთავრესი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პროგრამები, რომლებიც ერთის შეხედვით კომერციულად არ არის მომგებიანი, მაგრამ აქვს უდიდესი დატვირთვა - იმ მდარე შოუების ფონზე, რომლებსაც მხოლოდ წამყვანის პიარი აქვს მიზნად, აამაღლოს ცოდნა და განათლება როგორც ახალგაზრდებში, ასევე დააკმაყოფილოს უფროსი თაობა.



ვფიქრობ, მთელ ამ პერიოდში კარგად დავინახეთ საზოგადოებრივი მედიის უდიდესი და მნიშვნელოვანი როლი მთელ ევროპაში, ვნახეთ, როგორ გაიზარდა საზოგადოებრივი მედიის აუდიტორია", - წერს გაბრიჭიძე.



ნოელ კურანის განცხადებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ზოგიერთი წევრის აუდიტორია სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერაც კი გაიზარდა, ასევე, გაიზარდა მათი ვებგვერდების მომხმარებელთა რაოდენობა. ეს კი იმის ნიშანია, რომ ასეთ რთულ დროს აუდიტორია საზოგადოებრივი მედიისკენ ბრუნდება. გაბრიჭიძე აბსოლუტურად ეთანხმება კურანის აზრს.



"აბსოლუტურად ვეთანხმები და ჩემიც რომ არ ვთქვა, არ შემძლია - იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ბეჭდური მედიისკენაც მობრუნდება. მობრუნდება, რადგანაც ვერანაირი ტელეშოუ ვერ მისცემს ადამიანს იმდენ ინფორმაციას, რამდენსაც წაკითხული მასალა. აქ კი მთავარია, სახელმწიფომ გამოიჩინოს გარკვეული ნება და ხელი შეუწყოს გავრცელების პრობლემის გადაჭრას", - წერს გაბრიჭიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა