სტრასბურგში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

















