logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ამ ასმილიონიანი ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი ეხმარება ქვეყანას და ათასობით ოჯახს, რომელიც კორონავირუსის გამო სირთულეების წინაშე აღმოჩნდა
არჩილ თალაკვაძე: ამ ასმილიონიანი ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი ეხმარება ქვეყანას და ათასობით ოჯახს, რომელიც კორონავირუსის გამო სირთულეების წინაშე აღმოჩნდა
22:01 09.04.2020
„ეს არის დიდსულოვანი, მამულიშვილური საქციელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს, ათასობით ოჯახს ასეთი მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ასმილიონიანი ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი ეხმარება ქვეყანას და ათასობით ოჯახს, რომელიც კორონავირუსის გამო სირთულეების წინაშე აღმოჩნდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავის ქვეყანას და ხალხს ეხმარება.

„ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის ხალხს და ქვეყანას - მისი ქველმოქმედება სამ მილიარდს აღემატება. როდესაც ეს ფონდი შეიქმნა, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილი მასში შენატანს აუცილებლად გააკეთებდა. როგორც ხედავთ, ასეც მოხდა. როგორც წლების განმავლობაში, ის ყოველგვარი აფიშირების და რეკლამის გარეშე აკეთებდა სიკეთეს და ქველმოქმედებას, ასე მოიქცა დღესაც და 100 მილიონი ისე გადარიცხა ფონდში, მთელი 24 საათის თუ ორი დღის განმავლობაშიც, საზოგადოებამ და მედიამ ამის შესახებ ვერ გაიგო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფილანტროპია, ქველმოქმედება, თავის ხალხთან და თავის ქვეყანასთან დგომა, მით უმეტეს, გასაჭირში, ეს არის მისი ღირებულებითი სისტემის ნაწილი, რასაც ის ბუნებრივად და გულწრფელად აკეთებს.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში გადარიცხული თანხა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ოჯახების, ეკონომიკის და ჯანდაცვის მხარდაჭერას მოხმარდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა