თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს“ ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გიგი უგულავამ ცენტრი დაათვალიერა, ექიმებს შეხვდა და მათ დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამაზე გაესაუბრა.
მერიის ინფორმაციით, კლინიკაში ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებს ქირურგიული მკურნალობა, ენდოსკოპიური ოპერაციები, ქიმიო და სხივური თერაპია ჩაუტარდებათ. კლინიკაში მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 სექტემბრიდან დაიწყო.
ახალი სადაზღვევო პროგრამით, თბილისში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია.

















