პარლამენტის მისაღებში ამ წუთებში აბიტურიენტებისა და მათი მშობლების ჯგუფია შეკრებილი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზე განცხადება შეიტანა.
როგორც აბიტურიენტთა მშობლებმა „ნიუსპრესს“ განუცხადეს, დაახლოებით, 1 500-მდე აბიტურიენტი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულები მიიღეს, გაურკვეველი მიზეზების გამო უმაღლეს სასწავლებლებში არ ჩაირიცხნენ.
მშობლებისა და აბიტურიენტების განცხადებით, მათ აღმოაჩინეს, რომ ჩაირიცხნენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც გამოცდებში მათზე დაბალი ქულები მიიღეს.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტსაც მიმართეს, თუმცა, განცხადება განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, სადაც მათ ირონიულად ურჩიეს - აბიტურიენტი გოგონები გათხოვდნენ, ხოლო ბიჭები ჯარში წავიდნენო.
მშობლები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ამ გზით, განათლების სამინისტროს ახლადგახსნილი პროფესიული სასწავლებლების შევსება სურს.
აბიტურიენტები და მშობლები დავით ბაქრაძისგან აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დახმარებას სთხოვენ და მიაჩნიათ, რომ მათი შვილები მეორად ფაკულტეტებზე ჩაირიცხვას მაინც იმსახურებენ.
მათი ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში 10 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია დარჩენილი.

















