logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს
15:18 09.04.2020
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს. კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა Covid-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული ახალი ტექნიკა, ინვენტარი, ბოქსირებული პალატები.

,,ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის დღეიდან მიიღოს პირველი პაციენტი. პირველ ეტაპზე ეს იქნება ცხელების ცენტრი, შემდეგ უკვე Covid-19-ის მართვის ცენტრი და ამ გამოწვევის კვალდაკვალ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი და ასევე სამედიცინო პერსონალი იყოს სრულ მზადყოფნაში. შესაბამისად, მყისიერად, პრაქტიკულად 10 დღის განმავლობაში ჩვენ შევძელით რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. აღჭურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარაში მოქმედმა ბიზნეს-წარმომადგენლებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. მინდა მათ საჯაროდ გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს არის საერთო მნიშვნელობის საქმე. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გამართულია და შეძლებს თვის ბოლომდე სრული დატვირთვით, 170 პაციენტის მიღებას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა - "ორბი ჯგუფი", "ალიანს ჯგუფი", შპს "გზა", "ანაგი", "ნოვა", "გურუ ჰოლდინგი", "გრინ რიზორთი", "მეტრო სითი", "რეკან გრუპ ჯორჯია", "ემსი ქონსთრაქშენ", "რეალ პალასი", "აჭარის წყალი ჯორჯია", შპს "ფიგოილი", "გორგია", "მოდუსი", "თურსა", ,,სახლი ხეივანში'', შპს "ახალი ხედვა", ლევან შერვაშიძე.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული.

სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი , 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა