logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მოვუწოდებ ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში
გიორგი გახარია: მოვუწოდებ ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში
14:10 09.04.2020
ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქოლ-ცენტრი - 144, რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაირთო, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი.


"სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაერთო ერთი ქოლ-ცენტრი - 144, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენს მოქალაქეებს გასცეს პასუხი. ეს ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებს და ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 112-ის მნიშვნელობაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ 112 გახდა COVID-19-თან  ბრძოლის პირველი ხაზი, რადგან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს.


"შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ 112 სრულიად ახალი ხაზით აეწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და პირველად, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, რაც ნიშნავს ოჯახის და სოფლის ექიმს. ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი, იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც კი რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება - სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიბოს 112. 112 მას მაშინვე დააკავშირებს მის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. ე.ი. ზარი შემოდის თბილისში, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე "ჩეკ ლისტის" შესაბამისად ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონულ ცხელების ცენტრში, სადაც ის არის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ მას უტარდება ტესტირება და იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ სტაციონარში გადაიყვანენ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს, პირველივე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ტელემედიცინის მომსახურება. მეორე - ვიცავთ ჩვენს სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია და რა თქმა უნდა, ჩვენს სტაციონარებს. შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6 პროცენტი ბრუნდება უკან 112-ზე, რომ გადავიდეს სასწრაფო მომსახურების დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც მათ ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ხაზი COVID-19-თან ბრძოლის. სწორედ ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID-19, თუ სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას, ის სტაციონარები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID-19-თან საბრძოლველად არის გამოყოფილი, იყოს მიზნობრივად დატვირთული. მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა