logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა
საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა
12:26 09.04.2020
9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემას აახლებს. ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი. სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები.
მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.
მოქალაქეს პორტალზე – მოქალაქეს პორტალზე  – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია:

• საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება;
• ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან, გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან;
• განცხადებების ძებნა.
მოქალაქეები მყ.გოვ.გე-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე, საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება.
პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო:
უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა;
• ქონების დაყოფა ან გაერთიანება;
• ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება;
• კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
• შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება;
• ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება;
• საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია და სხვა.

იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405.

თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება საჯარო რეესტრის ელფოსტითაც (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი. მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე.
მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ:
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია;
• საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა) რეგისტრაცია;
• საკადასტრო გეგმის ან საკადასტრო რუკის მომზადება;
• ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება;
• არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება;
• მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება;
• რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;
• მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება;
• ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა.

დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას. მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405.
დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://napr.gov.ge/p/1917 .


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა