logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორ ვრცელდება ვირუსი და ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს - მეტი რა უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები
არჩილ თალაკვაძე: ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორ ვრცელდება ვირუსი და ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს - მეტი რა უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები
10:18 09.04.2020
„თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ხედავს, თუ როგორი გადამდებია ეს ვირუსი და რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში - მეტი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები.“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულსა და კოვიდ 19-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და მთავრობას აქვს თავისი მკაფიო პასუხისმგებლობები, ხოლო ეკლესიას და რელიგიურ ინსტიტუტებს აქვთ თავისი პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე, - ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ დიდ და სახიფათო გამოწვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, ერთი ქვეყანა და ჩვენი პასუხიც ვირუსის საფრთხის წინაშე არის ერთიანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ მოისმინა, რა უთხრა მას საკუთარი ქვეყნის მთავრობამ - რომ დაიცვას სოციალური დისტანციის პრინციპი.

„ხელისუფლებამ გითხრათ, რომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და კარანტინს და მოგიწოდათ თვითიზოლაციისკენ. ეკლესიამ და სასულიერო პირებმა გითხრეს, რომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და მოგიწოდათ სოციალური დისტანცირებისკენ. გარდა ამისა, ყოველდღიურად, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ხედავს რა ხდება მსოფლიოში, როგორ ვრცელდება ვირუსი და ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მე მგონი როგორ უნდა მოვიქცეთ ცხადია! მეტი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ სახლში დარჩენის გადაწყვეტილება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები?!” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა