logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება
ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება
10:14 09.04.2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად დღეს 50 ამანათი სოფელ გაჩიანში ბოშათა ოჯახებს გადასცა. ლია გიგაურმა ბოშათა თემის წარმომადგენელის ჩართულობით ადგილობრივებს მათთვის მშობლიურ ენაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები გააცნო.

პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები ასევე დარიგდება თბილისის, ქუთაისის, ფოთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. აღნიშნული კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით გადაეცემა.

საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები დღეს დამატებით გადაეცათ ასევე აზერბაიჯანთან საზღვრისპირა სოფელ ვახტანგისში და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს.

ლია გიგაურის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც ამანათები, ასევე ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაფანტულ ყველა თემს მიეწოდება.

„კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაიცავს რეკომენდაციების ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილების. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ სოფელ გაჩიანში ბოშათა თემს ვაცნობთ იმ შეზღუდვებს და წესებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო და საკარანტინო რეჟიმში. იმისთვის რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში, იმის გამო, რომ არ აქვთ ყოველდღიური შემოსავალი, მოვამზადეთ ორი ტიპის სასაჩუქრე პაკეტი, ჰიგიენური საშუალებების და საკვები პროდუქტების კალათები, რომელიც არის საკმაოდ მოცულობითი“-განაცხადა ლია გიგაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა