რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი დღეს თავის მშობლიურ სოფელ - გალავანში დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაღუპულის ოჯახის წევრებს პრეზიდენტმა პირადად მიუსამძიმრა.
საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 3 ქართველი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და ერთი სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.
სოლომონ წიკლაური 2 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში დაკრძალეს. წიკლაური გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, რომელიც მის ოჯახს გადაეცა.

















