logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ციხიშვილი: თუ საგანგებო მდგომარეობის წესებს 16 წლამდე პირები დაარღვევს, პასუხისმგებლობა მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ
თამარ ციხიშვილი: თუ საგანგებო მდგომარეობის წესებს 16 წლამდე პირები დაარღვევს, პასუხისმგებლობა მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ
14:41 08.04.2020
ამ ეტაპზე, არ არსებობს ოფიციალური მონაცემი, საგანგებო მდგომარეობის პირობების დამრღვევთა შორის, რამდენი არასრულწლოვანია, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასრულწლოვანების სტატუსი არ არის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თავისუფლება. ასეთ შემთხვევაში, სანქცია ეკისრება არასრულწლოვნის მშობლებს და მნიშვნელოვანია, დადგენილი წესებით ინფორმირებული იყოს მშობლები - აღნიშნულის შეახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი, თამარ ციხიშვილი აკეთებს.

თამარ ციხიშვილის განცხადებით, 2020 წლის 21 მარტს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. დეკრეტის საფუძველზე, 2020 წლის 23 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის #181 დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან/და კუმულაციურ სანქციას.

სწორედ მთავრობის დადგენილების მე-14 მუხლში ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ 16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები კი განისაზღვრება ამ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე უწყების ნორმატიული აქტებით. მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ, მაგრამ აღსრულების კუთხით, აღნიშნული ნორმა პირდაპირ კავშირშია ქმედუნარიანობის საკითხთან. სამოქალაქო-სამართლებრივად, 7 წლამდე პირი ითვლება ქმედუუნაროდ, 7-18 წლამდე კი შეზღუდულ ქმედუნარიანად. ამდენად, პირის ქმედუუნარობა, ისევე როგორც შეზღუდული ქმედუნარიანობა, უკავშირდება მის მატერიალური დამოუკიდებლობის საკითხს.
შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევებში, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მშობელთა ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთა პასუხისმგებლობას. კონკრეტულ შემთხვევაშიც, იგი აისახა მთავრობის შესაბამისი დადგენილების ფარგლებშიც, რაც სრულად პასუხობს გამოწვევას და სამართლიანია, რადგან არასრულწლოვნის მიერ ქმედების განხორციელების მიუხედავად, მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება, რაც გარკვეულ ნეგატიურ და სავალდებულო პასუხისმგებლობასთანაც კავშირშია. ამდენად, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციისა და საკარანტინო წესების დარღვევა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 16 წლამდე პირების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს.

თამარ ციხიშვილის განმარტებით, არასრულწლოვანთა მშობლები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შედეგად დადგენილი წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, სასამართლოსთვის მიმართვით სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ. ამჟამად, კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები, შეჩერებულია.

ცნობისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 7 აპრილის ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა