ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ხვალ მედიას თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ NDI-ის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.
NDI-ის კვლევა 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, რომლის დროსაც საქართველოს მასშტაბით, შერჩევით პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 მოქალაქე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ატარებს.

















