logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ იოსელიანი: ახალი რეგულაციები დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა
თამარ იოსელიანი: ახალი რეგულაციები დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა
11:32 07.04.2020
„ყველა მეზღვაურის საბუთი, იქნება ეს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი თუ მეზღვაურის წიგნაკი, რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ახალი რეგულაციების კომენტირებისას, რომლებიც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომლის თანახმადაც COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 6 თვით გადავადდა როგორც უკვე მოქმედი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტების ვადიანობა, ასევე ავტომატურად იქნება გაგრძელებული 6 თვის ვადით გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ.

ამ და სხვა რეგულაციების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე აცნობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს, რომლის მეშვეობით აღნიშნული ინფორმაცია დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში.

თამარ იოსელიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შედეგად საერთაშორისო საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება. მისი თქმით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მეზღვაურები გამოცხადდეს ე.წ. "ძირითად პროფესიად" (key workers), რომელზეც შეზღუდვები არ იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, ძირითადმა ხაზებმა და უმსხვილესმა კომპანიებმა ეკიპაჟის ცვლილების პროცესი მაისის ბოლომდე შეაჩერეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქართველი მეზღვაურების შრომითი უფლებები არ შეილახოს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბუთების ვადა 90 დღით გაეგრძელებინა იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც გემზე არიან და შექმნილი მდგომარეობის გამო გაუგრძელდათ კონტრაქტი და/ან ვერ ახერხებდნენ გემიდან ჩამოსვლას. ახალი რეგულაციები ასევე დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა