logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა
6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა
17:55 06.04.2020
6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტსმენებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და სპორტის გულშემატკივარებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, სპორტის გულშემატკივარებს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!

2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღირსეულად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს - 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორის დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია ჩართულები ვართ „თეთრი ბარათის“ - #WhiteCard კამპანიაში. 2019 წელს, დაჯილდოების ცერემონიაზე, საერთაშორისო ორგანიზაციამ „მშვიდობა და სპორტი“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „წლის საუკეთესო ინიციატივის“ ნომინაციაზე წარადგინა.

ჩვენმა უწყებამ ეს აღიარება „თეთრი ბარათის“ კამპანიის წარმატებით განხორციელებისათვის დაიმსახურა, რისთვისაც მადლობას ვუხდი კამპანიაში ჩართულ თითოეულ ადამიანს.

მსოფლიოში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, წელს, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.

„მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდა სპორტული სამყარო. მოგიწოდებთ ყველას აქტიურად ჩაერთოთ კამპანიაში და განსაკუთრებით მსურს გამოვყო ჩვენი სპორტსმენები.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დროებით შეჩერდა და გადავადდა სხვადასხვა ტურნირები თუ ჩემპიონატები სპორტის არაერთ სახეობაში. 1 წლით გადაიდო ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომლისთვისაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო განსაკუთრებულად ემზადებოდა.

დღეისათვის, ჩვენი სპორტსმენები სახლის პირობებში განაგრძობენ აქტიურ ვარჯიშს, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სპორტული ფორმა და კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად დაიცვან საქართველოს სახელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სპორტის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა