დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და ტარიელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიას დავით სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

















