logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოსო მანჯავიძე: წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, "მთავარის" და ''ტვ პირველის" სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ
სოსო მანჯავიძე: წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, "მთავარის" და ''ტვ პირველის" სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ
19:02 05.04.2020
წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, "მთავარის' და ''ტვ პირველის" სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ,- ამის შესახებ სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მათი მოქმედება ეპიდემიის დროს გადაითარგმნება, დაარქივდება და როცა ვითარება გამოსწორდება, მიეწოდება საელჩოებს, დასავლურ საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკოსებს, რომ მომავალში მაინც აღარ ვიხილოთ მათი ლობისტების დიდაქტიური ტონით გაჟღენთილი არაობიექტური წერილები, რომლებიც "მთავარს' და ეპიგონებს თავისუფალ მედიად, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ ოპოზიციად მოიხსენიებენ.

,,ბრიტანულმა მედია-რეგულატორმა გააფრთხილა მედია-საშუალებები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. კერძოდ გააფრთხილეს რადიო "Sussex", რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია 5G ტექნოლოგიასა და კორონავირუსის პანდემიის კავშირის შესახებ. ახლა წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, "მთავარის' და ''ტვ პირველის" სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ. ალბათ, იშვიათია ქვეყანა, რომელსაც თავის მასშტაბთან შედარებით დეზინფორმაციულ-დივერსიული მედია დაჯგუფებები ჰყავდეს .სიხარულს ვერ მალავდნენ პირველი გარდაცვლილის გამო. კარგი იქნება, თუ მათი მოქმედება ეპიდემიის დროს გადაითარგმნება, დაარქივდება და როცა ვითარება გამოსწორდება, მიეწოდება საელჩოებს, დასავლურ საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკოსებს, რომ მომავალში მაინც აღარ ვიხილოთ მათი ლობისტების დიდაქტიური ტონით გაჟღენთილი არაობიექტური წერილები, რომლებიც "მთავარს' და ეპიგონებს თავისუფალ მედიად, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ ოპოზიციად მოიხსენიებენ. ამის რესურსი ნამდვილად არსებობს, ამიტომ კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ და ეს პრობლემა გადაწყვიტოს. აღარ ვარგიან ეგენი უკვე სავარჯიშო ტომარადაც კი, რომელსაც მოკრივეები "მსხალს " უწოდებენ. დალპა უკვე ეს მსხალი, ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს, გაიტანეთ“,- წერს სოსო მანჯავიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა